ავტორი:

"გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია" - პუტინი

"გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება.

"ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“, - განაცხადა პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მისი მტკიცებით, ეს რუსეთის არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტია.

"ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მან რუსეთის სპეციალური ძალების პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. განსაკუთრებული მადლიერების სიტყვები მიმართა უკრაინასთან ომში მონაწილეებს.

"სპეციალური ოპერაციების ძალებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო პირველივე ბრძანებით, დაიცვათ რუსეთის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ დაიცავით ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაციონალისტებისა და სადამსჯელო ძალებისგან, ბრწყინვალედ შეასრულეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისია სირიაში და დღეს თქვენ აჩვენებთ გმირობისა და გამბედაობის მაგალითებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 27 თებერვალს 2015 წლიდან აღნიშნავს.