ავტორი:

"ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც ცვლილების სურვილს ნიშნავს" - ნიკა მელია

"ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც ცვლილების სურვილს ნიშნავს" - ნიკა მელია

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის "ნაცებად“ და "ქოცებად“ დაყოფა არის "მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა“.

"ბოლო დროს, ხშირად იმის საექსპერტო მოსაზრებები, როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ.

ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი "ნაცი“, მოქმედი თუ ყოფილი "ქოცი“.

მაშინ, როდესაც "ოცნება“ ცდილობს დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი "ნაცებად“ და "ქოცებად“, რაც არის დაყოფა წარსულის და არა მომავლის პერსპექტივისა თუ არჩევანის მიხედვით, ჩაგვკეტოს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანში, ისე თითქოს არ გვქონდეს ახალი მოცემულობები, ახალი გამოწვევები და მომავალი - არის მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა.

წარსულში, 2004 წლის მდგომარეობით, "ნაცი“, მოსახლეობის 94%-ია, ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, ქოცი 55%-ის.

დღეის მდგომარეობით კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მყარი და პრინციპული და არა "შუაშისტური" არჩევანი არის - "არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, ჩვენ კი უნდა მოვძებნოთ ის გზა, რომელსაც მივყავართ მომავლისკენ, რომელიც, პირველ რიგში, აერთიანებს ჩვენს ამომრჩეველს.

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალთან ერთობა და მომავლის რწმენა, ხალხის ერთობა რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია.

ხოლო ერთობის ზომას, არ განსაზღვრავს მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, განსაზღვრავს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ეს ერთობა აერთიანებს, რომლის ინტერესსაც ატარებს და ასახავს“,- აცხადებს ნიკა მელია.