ავტორი:

მეცნიერები შეაშფოთა ხეების ანომალიურმა ყვავილობამ - კლიმატის ცვლილებების კიდევ ერთი შედეგი?

მეცნიერები შეაშფოთა ხეების ანომალიურმა ყვავილობამ -  კლიმატის ცვლილებების კიდევ ერთი შედეგი?

მეცნიერები შეაშფოთა ხეების ანომალიურმა ყვავილობამ. მექსიკაში ჯაკარანდას ხეებმა აყვავება იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როგორც წესი, ეს მცენარე ყვავილობას გაზაფხულზე იწყებს, თუმცა წელს, მექსიკის დედაქალაქის ქუჩებში ჯაკარანდას იისფერმა ყვავილებმა იანვრის თვეში იფეთქა.

მცენარის ადრეულმა აყვავებამ მეცნიერები შეაშფოთა - ისინი ამ მოვლენას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. მათივე თქმით, ტემპერატურის მატების გამო მექსიკის დედაქალაქში ზამთარი მიმდინარე წლის დასაწყისში, იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა და არა მარტის ბოლოს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა.

ნაადრევი აყვავების შემთხვევები იაპონიაშიც დაფიქსირდა. არანორმალურად თბილი ზამთრის გამო, საკურას ზოგიერთმა ჯიშმა უკვე დაიწყო ყვავილობა. როგორც წესი, ალუბლის აყვავების სეზონი პიკს მარტში და აპრილში აღწევს. ტრადიციულად, კავაზუს ჯიშის ალუბლის ყვავილობა თებერვლის ბოლოს იწყება, მაგრამ წელს ხეებმა ყვავილი თებერვლის შუა რიცხვებამდე გამოიღეს.

ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ ყვავილი ჩვეულებრივზე ადრე დაიწყებს ცვენას - ეს კი ტრადიციული ალუბლის ყვავილობის ფესტივალს გააფუჭებს.