ავტორი:

"ჩვენი დიდებული ქართველი" - როგორ ულოცავს "მილანი" კახა კალაძეს დაბადების დღეს

"ჩვენი დიდებული ქართველი" - როგორ ულოცავს "მილანი" კახა კალაძეს დაბადების დღეს

დღეს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, "მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, თბილისის მერის, კახა კალაძის დაბადების დღეა. კალაძე 46 წლის გახდა.

ამ დღესთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბმა "მილანმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს კალაძესთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონების გახსენება სთხოვა.

"რომელია კალაძესთან დაკავშირებული ყველაზე სასიამოვნო მოგონება?“ - წერია გამოქვეყნებულ პოსტში.

  • პოსტს არაერთი დადებითი კომენტარი მოჰყვა. იტალიელი გულშემატკივარი ქართველ ვეტერან ფეხბურთელს დაბადების დღეს ულოცავს.

"ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ისტორიაში“

"საუკეთესოდ მახსენდება გოლი ინტერთან“

"დაუვიწყარია გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ“

"დაბადების დღეს გილოცავ, მილანის ლეგენდა ხარ“, - წერენ კომენტარებში.

საფეხბურთო კლუბი მილანი კალაძის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზეც აქვეყნებს პოსტს და წერს - "ჩვენი დიდებული ქართველი, კახა კალაძე", - წერს კლუბი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="vi" dir="ltr">Our Georgian great, კახა კალაძე! 🇬🇪<a href="https://twitter.com/hashtag/SempreMilan?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#SempreMilan</a> <a href="https://t.co/fclEYlpCm9">pic.twitter.com/fclEYlpCm9</a></p>&mdash; AC Milan (@acmilan) <a href="https://twitter.com/acmilan/status/1762417298303000837?ref_src=twsrc%5Etfw">February 27, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>