ავტორი:

"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია: რას ჰყვება მსახიობი?

"რაც ორსულად ვარ, არ დამისვენია...თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი და ამ ამბავს არ ვამხელდი" - ნინო მუმლაძე შვილის მოლოდინშია: რას ჰყვება მსახიობი?

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინო მუმლაძემ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გააზიარა, რომ შვილს ელოდება... "სასწაულის მოლოდინში - დაწერა ნინომ. როგორც AMBEBI.GE-ს უყვება მალე ბიჭის დედა გახდება. მსახიობი ამბობს, რომ ორსულობას მისი ცხოვრების რეჟიმში ცვლილება არ შეუტანია და ამ დრომდე სცენაზე დგას.

- საერთოდ არაფერი არ შეცვლილა, ისევ ისეთი საგიჟეთი მაქვს, როგორიც სულ მქონდა და ამ წუთსაც ეგრე ვარ... იქიდან გამომდინარე, რომ მადლობა ღმერთს ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, არაფერი მაწუხებს, ჩემმა ექიმმა მითხრა, პირიქით, რაც უფრო აქტიურია ორსული, მით უკეთესიაო... მეც არ ვნებდები, სცენაზეც ვდგავარ, რამდენიმე დღის წინ კინოს პრემიერაც გვქონდა. ისევ ისეთ აქტიური რეჟიმში ვარ, როგორც ვიყავი...

- ფართო საზოგადოებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო, არ ამხელდით გარკვეული პერიოდი?

- დიახ, თავიდან არ მსურდა აჟიოტაჟი, ზედმეტი ყურადღების მიქცევა, სიმყუდროვე მერჩივნა. როცა უკვე მუცელი დამეტყო, ბუნებრივია ვეღარ დავმალავდი. მუცელი გაიზარდა და გამოჩნდა. მერე ვთქვი, დასამალიც არაფერი იყო.

- ცხოვრების წესი თუ შეცვალეთ?

- ვცდილობ, მავნე საკვები არ მივიღო... "ფასთ ფუდი", ძეხვეული, მაიონეზი და ასე შემდეგ... ვერ ვიტყვი, რომ რეჟიმს განსაკუთრებულად ვიცავდე და ყველა დეტალს ვაკვირდებოდე. უბრალოდ ვცდილობ სახლში მომზადებული საჭმელი მივირთვა და ან ისეთ ადგილზე, სადაც ნამდვილად ვიცი რომ მავნე არაფერი იქნება..

ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ახალ სასიამოვნო ამბავს ძალიან კარგად შეხვდა, ძალიან გაუხარდა... სანამ ტესტის პასუხს დავინახავდით, მანამდეც ეჭვი გვქონდა, რომ ორსულად ვიყავი. როცა ტესტის პასუხმაც დაადასტურა, ჩვენთვის აღვნიშნეთ, სიხარული ერთმანეთს გავუზიარეთ. მერე ნელ-ნელა ახლობლებსაც გავუზიარეთ... იმ დღესაც კი ინტერვიუზე ვიყავი. მოკლედ, რაც ორსულად ვარ, ეს ბავშვი ხან სცენაზეა, ხან სად და არ ვიცი ეს ყველაფერი მის ხასიათზე როგორ აისახება. სულ არ დამისვენია და იმედია, ეს კარგად იმოქმედებს.

- ბავშვის სქესს თუ გაგვიმხელთ?

- ბიჭია...

- გილოცავთ , მშვიდობას გისურვებთ..

- ძალიან დიდი მადლობა!