ავტორი:

"დავინახე, რომ სისხლიანი სახე ჰქონდა... ქალბატონმა დამიძახა, კაცი კვდებაო" - რა დეტალები ხდება ცნობილი რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე?

"დავინახე, რომ სისხლიანი სახე ჰქონდა... ქალბატონმა დამიძახა, კაცი კვდებაო" - რა დეტალები ხდება ცნობილი რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე?

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გიორგაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.

  • ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ეზოში მამაკაცი ნახეს, რომელსაც კისრის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, ხმაურის და გასროლის ხმა კი არ გაუგიათ.

"დავინახე, სისხლიანი სახე ჰქონდა. ქალბატონმა დამიძახა, კაცი კვდებაო. მივედი და დავინახე ეს მამაკაცი ამ მდგომარეობაში. როგორც ვიცი 37 წლის არის. კონფლიქტი არავისთან ჰქონია აქ.. სხვა არაფერი ვიცი" - ამბობს ადგილობრივი "ინფო რუსთავთან" საუბრისას".

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლისას მამაკავი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.