წყალქვეშა მკვლევარებმა ავსტრალიაში 120 წლის წინ გაუჩინარებული გემის საიდუმლო ამოხსნეს. ისინი დაკარგულ გემს იღბლის წყალობით შეეჩეხნენ.
240 ფუტიან გემს, სახელად SS Nemesis-ს 1904 წლის ივლისში მელბურნში ნახშირი გადაჰქონდა, როცა ის ძლიერ ქარიშხალში მოჰყვა და ეკიპაჟის 32 წევრთან ერთად გაუჩინარდა. ქარიშხლის შემდეგ რამდენიმე კვირაში ეკიპაჟის წევრების ცხედრები და გემის ფრაგმენტები სიდნეის სამხრეთით მდებარე კრონულას სანაპიროზე გამოირიყა.
მიუხედავად საზოგადოების დაუცხრომელი ინტერესისა, გემის საბოლოო ადგილმდებარეობა ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა. კომპანია,Subsea Professional Marine Services, რომელიც ოკეანის ფსკერს იკვლევდა, დაკარგულ გემს შემთხვევით წააწყდა.
ის სანაპიროდან 25 კმ-ის მოშორებით, 160 მეტრის სიღრმის წყალში სრულიად ხელუხლებელი იპოვეს. სპეციალური წყალქვეშა ფოტოაპარატის წყალობით დადგინდა, რომ აღმოჩენილი გემი სწორედ 1904 წელს ჩაძირული SS Nemesis იყო.

გემის პოვნის შემდეგ დადგინდა, რომ მისი ჩაძირვის მიზეზი ქარიშხლისგან ძრავის გადატვირთვა გახდა.
"ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაახლოებით 40-მა ბავშვმა დაკარგა მშობელი. ვიმედოვნებ, რომ ეს აღმოჩენა გარდაცვლილთა ოჯახებს და მეგობრებს დარდს ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს" - თქვა ახალი სამხრეთ უელსის გარემოს დაცვის და მემკვიდრეობის მინისტრმა პენი შარპმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის წევრები ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს და კანადის მოქალაქეები იყვნენ.

წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა