ავტორი:

"ბრედი ძალიან შეყვარებულია, ეს სერიოზული ურთიერთობაა, ინესი მასთან საცხოვრებლად გადავიდა" - ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლის შემდეგ, პირველად იპოვა ბედნიერება

"ბრედი ძალიან შეყვარებულია, ეს სერიოზული ურთიერთობაა, ინესი მასთან საცხოვრებლად გადავიდა" - ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლის შემდეგ, პირველად იპოვა ბედნიერება

60 წლის ოსკაროსანი მსახიობი, ბრედ პიტი თავის ახალგაზრდა მეგობარ გოგონაზე, როგორც ჩანს, ძალიან შეყვარებულია. ჟურნალ People-ის თანახმად, რომელიც პიტთან დაახლოებულ წყაროს ესაუბრა, მსახიობის და ინეს დე რამონის რომანი კვლავ ძველებურად მხურვალეა.

"როცა ინესის გვერდითაა, ის ყოველთვის ეშმაკურად იღიმის ",- განუცხადა წყარომ People-ს.

როგორც ცნობილია, 34 წლის რამონი ამ თვეში ვარსკვლავის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. "ბრედი მასთან ერთად ცხოვრებითაც ბედნიერია. ერთად ისედაც დიდ დროს ატარებდნენ და ინესის მხრიდან მის სახლში გადასვლა ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო",- ამბობს წყარო.

"მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ. მას შემდეგ, რაც ანჯელინასთან განქორწინდა, ინესი ბრედისთვის პირველი სერიოზული შეყვარებულია",- წყარო იმასაც დასძენს, რომ ბრედი სიხარულით მეცხრე ცაზეა და ამჟამინდელი ურთიერთობით ძალიან კმაყოფილია.

ამ თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალენტინობის დღეს, ბრედმა ინესს სამუშაო ოფისში ვარდისფერი თაიგული და ბაგეტი გაუგზავნა. პაპარაცებმა 34 წლის ქალი მაშინ დააფიქსირეს, როცა ის საჩუქრების თანხლებით გაღიმებული ჯდებოდა საკუთარ მანქანაში.

ინეს დე რამონი და ბრედ პიტი რომანტიკულ ურთიერთობაში 2022 წლიდან არიან.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა