ავტორი:

"უპატივცემულოდ და უხეშადაც მომქცევიან" - ჯენიფერ ლოპესის თქმით, ყოფილმა პარტნიორმა დაარტყა: რატომ ატირდა მომღერალი საუბრის დროს

"უპატივცემულოდ და უხეშადაც მომქცევიან" - ჯენიფერ ლოპესის თქმით, ყოფილმა პარტნიორმა დაარტყა: რატომ ატირდა მომღერალი საუბრის დროს

ჯენიფერ ლოპესი ახალ დოკუმენტურ ფილმში პირადი ცხოვრების დეტალებზე გულწრფელად საუბრობს. ის ამბობს, რომ ერთ-ერთმა ყოფილმა პარტნიორმა მასზე ფიზიკურად იძალადა.

ჯეილო თავის დოკუმენტურ ფილმში სახელად The Greatest Love Story Never Told ამბობს:

"ჩემთვის დაურტყამთ, უპატივცემულოდ და უხეშადაც მომქცევიან. ამას გარდა, კიდევ არაერთი უსიამოვნო რამ მახსენდება...",- ცრემლმორეული იხსენებს მომღერალი.

2022 წელს ბენ აფლეკზე გათხოვებამდე, ჯენი არაერთ ცნობილ მამაკაცს ხვდებოდა და სამჯერ იყო დაქორწინებული. მიუხედავად ამისა, ჯენიფერს არ დაუკონკრეტებია, რომელმა მათგანმა მიაყენა ზიანი. ფილმში ჯენიფერი დასძენს: "ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი ყოფილა ისეთი, ვისაც უთქვამს, რომ ვუყვარდი და შემდეგ ამ სიტყვისთვის სრულიად შეუსაბამო რამ გაუკეთებია. ფსკერზე უნდა დაეშვა და მტკივნეულ სიტუაციებში მოხვდე, რომ საბოლოოდ თქვა: "ეს აღარ მინდა"."

სასიყვარულო ცხოვრებაზე საუბრისას ლოპესი ფილმში ყვება: "რამდენჯერმე დავქორწინდი. დარწმუნებული ვარ, ხალხი, ვინც ამას გარედან ხედავდა, მაკრიტიკებდა. პროფესიულ ცხოვრებაში არასდროს მქონია პრობლემა, მაგრამ როცა ღამე სახლში ვბრუნდებოდი და პირად ცხოვრებას პირისპირ ვეჩეხებოდი, ნამდვილი ბრძოლა იყო".

ბენ აფლეკი და ჯეილო ერთმანეთს 2002 წელს ხვდებოდნენ, თუმცა 1 წლის შემდეგ დაშორდნენ. ცალ-ცალკე გატარებულ დროზე საუბრისას ჯეილო იხსენებს: "ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ არა მხოლოდ ერთადერთი სიყვარული, არამედ საუკეთესო მეგობარი დავკარგე, ვინც კი ოდესმე მყოლია. ამდენი წლის განმავლობაში მასთან დალაპარაკებაც არ შემეძლო და ეს ალბათ ყველაზე რთული რამ იყო".

მომღერალმა ისიც აღიარა, რომ ბენი დოკუმენტური ფილმის გამო ყურადღების ცენტრში ყოფნით არც ისეთი კმაყოფილია: "ვფიქრობ, ბენი ამ ყველაფრით არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ვუყვარვარ და იცის, რომ მე არტისტი ვარ, ამიტომ ყველანაირად მხარს მიჭერს. მას ჩემი შეჩერება არ სურს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს მუზად ყოფნით ბოლომდე კმაყოფილია".

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა