ავტორი:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა თევზი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის აფრენაზე ძლიერ ხმას გამოსცემს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა თევზი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის აფრენაზე ძლიერ ხმას გამოსცემს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პატარა თევზის სახეობას 140 დეციბელზე მაღალი ხმის გამოცემა შეუძლია - ამის შესახებ Sky News-ი Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. ეს დაახლოებით იმ სიძლიერის ხმაა, რასაც ელექტრო ბურღი ან რეაქტიული თვითმფრინავი აფრენისას გამოსცემს.

გამჭვირვალე Danionella cerebrum სულ რაღაც 12 მმ სიგრძისაა და ხერხემლიან ცხოველებს შორის ყველაზე პატარა ტვინი აქვს. სახეობა მხოლოდ სამი წლის წინ აღმოაჩინეს, ამიტომ მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია.

ამ თევზის ხმა პირველად გერმანელმა მეცნიერებმა გაიგეს. მოგვიანებით აკვარიუმთან მაღალსიჩქარიანი კამერები დაამონტაჟეს, რათა უკეთ გაეგოთ რა ხდებოდა: კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ხმის გამოცემა მხოლოდ მამრებს შეუძლიათ. მეცნიერების ვარაუდით, ეს დაკავშირებულია სხვა მამრების მიმართ აგრესიულ ქცევასთან ან მდედრებთან შეჯვარების მცდელობასთან.