ავტორი:

22 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ - რა ხდება მის შესახებ ცნობილი?

22 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ - რა ხდება მის შესახებ ცნობილი?

სამგორში, წინუბნის დასახლებაში მომხადრ მკვლელობაში ეჭვიმტანილს სამართლადამცავები ამ დრომდე ეძებენ.

დღეს, დილით 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი საკუთარი სახლთან, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, თხრილში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით გოგონას დასახიჩრებული ცხედარი მამამ ამოიცნო.

"ტვ პირველის" ცნობით, მას დანა ყელისა და ზურგის არეში ჩაარტყეს, მოკლულს ხელები მავთულით შეუკრეს, ცხედარი თხრილში დატოვეს და კვალის დაფარვის მიზნით ნარჩენები დააყარეს.

მომხდარში ეჭვმიტანილი 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც წარმოშობით სვანეთიდან არის და წინუბანში ახლობლებთან ცხოვრობდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მისი დედა ესპანეთში ცხოვრობს. თავად ისიც ამ ქვეყნიდან ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მისივე განცხადებით, მას გარდაცვლილის ოჯახთან ნათელმირონობა აკავშირებდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: