ავტორი:

"დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის" - პუტინის მორიგი მუქარა და ბირთვული საფრთხის შეხსენება: მთავარი გზავნილები ყოველწლიური მიმართვიდან

"დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის" -  პუტინის მორიგი მუქარა და ბირთვული საფრთხის შეხსენება: მთავარი გზავნილები  ყოველწლიური მიმართვიდან

"ნატოელი ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, თუ ისინი უკრაინაში გამოჩნდებიან", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

  • "მათ დაიწყეს საუბარი ნატო-ს სამხედრო კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე, მაგრამ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა, მაგრამ ახლა შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა.

"მათ საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი და მათ იციან ამის შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე”, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

  • როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთის ქვეყნებს უკვე დაავიწყდათ რა არის ომი, მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ერთგვარი "მულტფილმია“.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუვლიათ რთული გამოცდილება, მათ უკვე დაავიწყდათ რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი, ასეთი რთული განსაცდელი გამოვიარეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დროს, ახლა, კონფლიქტის კონტექსტში, უკრაინაშიც იგივე ხდება. მათ ჰგონიათ, რომ მათთვის ეს ყველაფერი ერთგვარი მულტფილმია“, - განაცხადა პუტინმა.

სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

"დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თავის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას იცავს, თავისი თანამემამულეების სიცოცხლეს დონბასსა და ნოვოროსიაში, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ერთობას, სამშობლოს ერთგულებას, მის ბედზე პასუხისმგებლობას ეკუთვნის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

  • ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ "რუსი ჯარისკაცები გრძნობენ იმას, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდითაა".

"დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თავის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას იცავს, თავისი თანამემამულეების სიცოცხლეს დონბასსა და ნოვოროსიაში, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ერთობას, სამშობლოს ერთგულებას, მის ბედზე პასუხისმგებლობას ეკუთვნის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები გრძნობენ იმას, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდითაა.

"ეს თვისებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე ნათლად და ცალსახად გამოიხატა, როცა მას მხარი რუსი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. მიუხედავად ყველა განსაცდელისა და დანაკარგებისა, ხალხი ამ არჩევანში მტკიცეა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

  • "დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის"

"გვახსოვს მათი ბედი, ვისაც ოდესმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინგენტი გამოუგზავნია, მაგრამ ახლა შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.