ავტორი:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცეცხლი უკიდია პროდუქტების ფასებს - ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით ივანიშვილს და კობახიძეს ვუგზავნით" - ხაბეიშვილი

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცეცხლი უკიდია პროდუქტების ფასებს - ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით ივანიშვილს და კობახიძეს ვუგზავნით" - ხაბეიშვილი

ერთ ხელში ჩეკი, მეორეში პროდუქტები მიჭირავს, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს - ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტებს "ცეცხლის ფასი აქვს“.

"ივანიშვილმა და კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემები აწუხებს მოქალაქეებს - გაძვირებული პროდუქტის ფასები. ერთ ხელში ჩეკი, მეორეში პროდუქტები მიჭირავს, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა იზრუნონ ხალხზე, ფასებზე და ის პოლიტიკური ბოდიალი, რასაც აკეთებენ, ჩვენ მოსახლეობას არ აინტერესებს. ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებია ის ფასები, რომელთანაც უწევთ გამკლავება ყოველდღიურად. შესაბამისად, ახლა ამ ფასებს ავიღებთ და ჩავაბარებთ კანცელარიაში. ყოველ დღე გავაკეთებთ ამას, თუ ისინი არ დაინტერესდებიან ჩვენი მოქალაქეების პრობლემებით. ეს არის ფასების გაძვირება ნამდვილად.

გაძვირებული პროდუქტები: რძე, კარაქი, ბრინჯი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთში და თურქეთში არის ბევრად იაფი და ცხადია, გაჩნდება კითხვა, რატომ არის საქართველოში გაძვირებული პროდუქტები, ხოლო, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში კი, იგივე პროდუქცია ღირს იაფი. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - ივანიშვილი და ივანიშვილის პარტია გამდიდრდეს, ხალხის კეთილდღეობა, ცხადია, არავის აინტერესებს. ეს არის შესაცვლელი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემა უკავშირდება ფასებს და პირველადი მოხმარების პროდუქტების სიძვირეს.

"2024 წელი არის შესაძლებლობა შევცალოთ ეს ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.