ავტორი:

35 წლის მოდელი 70 წლის მილიონერი ქმრისთვის სახლში ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდა... - ყველაზე ცნობილი მოლდოველი გოგონას რთული გზა საოცნებო ცხოვრებამდე

35 წლის მოდელი 70 წლის მილიონერი ქმრისთვის სახლში ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდა... - ყველაზე ცნობილი მოლდოველი გოგონას რთული გზა საოცნებო ცხოვრებამდე

მოლდოველი გოგონა ქსენია დელი ბავშვობაში გეგმავდა, რომ თარჯიმანი გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ განათლება და მისი ბუნებრივი სილამაზე საინტერესო მომავალს ჰპირდებოდა. ჩვეულებრივი გოგონას ოცნებები მალე რეალობად იქცა. ქსენია გახდა Victoria's Secret-ის ბრენდის ერთ-ერთი ანგელოზი, ითამაშა სერიალებში, მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში და გადაიღო კლიპში თვით ენრიკე იგლესიასმა. მას მიაწერდნენ რომანს ბევრ ცნობილ ადამიანთან... მაგრამ 27 წლის ასაკში იქორწინა 36 წლით უფროს კაცზე.

80-იან წლების ბავშვობა და მასწავლებლის დიპლომი

ქსენიას სამშობლო მოლდოვის პატარა ქალაქი ბესარაბკაა. გოგონა 1989 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ 2 წლის არ იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მომავალი მოდელის დედა სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. მაშინ ქსენია 10 წლის იყო და ბებია ოლგასთან დარჩა.

ბოლო კლასებში ქსენიამ გადაწყვიტა, რომ თარჯიმანი გამხდარიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ადგილობრივ უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა. პირველ კურსზე სწავლისას შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო Work and Travel-ის პროგრამაში და ამერიკაში წასულიყო, რაზეც დათანხმდა. ქსენია მიხვდა, რომ ეს იყო საუკეთესო შანსი, რომელსაც ცხოვრება სთავაზობდა.

მიმტანად მუშაობა, Victoria's Secret-ის ანგელოზის სტატუსი, ახალი კონტრაქტები

ამერიკაში ქსენიამ კარიერა სამხრეთ კაროლინაში ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო. თავიდან გამყიდველად მუშაობდა. ის ასევე იყო ძიძა და მიმტანი, მაგრამ იმედს არ კარგავდა, რომ ოცნება აუსრულდებოდა და ცნობილი მოდელი გახდებოდა.

თავიდან ქსენიას არ გაუმართლა - მას გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ კასტინგებზე. იღბალმა გოგონას ფოტოგრაფ გევინ ო'ნილთან შეხვედრისას გაუღიმა. მისი წყალობით მალევე მიიღო პირველი კონტრაქტები და საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. მისი პორტფოლიო კი სამოდელო სააგენტოები ყურადღების ცენტრში მოექცა. მალე მის ცხოვრებაში პირველი სერიოზული წარმატება მოვიდა და Victoria's Secret-ის ანგელოზის სტატუსი მიიღო.

თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან Guess-თან, Bunny-თან, Frederick's of Hollywood-თან და Buffalo-სთან.

სამსახიობო კარიერა

ქსენია მხოლოდ სამოდელო ბიზნესში არ იყო დაკავებული. ბედი მსახიობობაშიც სცადა და ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში "The Mindy Project" (2013 წ.). გადაიღეს ვიდეო რგოლებში ენრიკე იგლესიასმა და ჯასტინ ბიბერმა.

რომანები და ბედნიერება ეგვიპტელ მილიარდერთან

ქსენიას მიაწერდნენ რომანს სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან. გაგიკვირდებათ და რომანი ჰქონდა თვით ჯასტინ ბიბერთან.

კადრი კლიპიდან, ჯასტინ ბიბერი და ქსენია დელი

2016 წელს გულშემატკივრებმა შეიტყვეს, რომ დელი დაოჯახდა. მისი ქმარი ეგვიპტელი მილიარდერი და ქსენიაზე 35 წლით უფროსი იყო კაცი აღმოჩნდა. ქორწინების დროს პატარძალი 27 წლის იყო, ხოლო მომავალი ქმარი 62 წლის. ოსამ ფათჰი რაბა ალ-შარიფი დელის გულის მოგებას ორი წლის განმავლობაში ცდილობდა - უგზავნიდა ძვირფასი საჩუქრებსა და ძვირადღირებულ სამკაულებს.

ქორწილი ზაფხულში კუნძულ სანტორინზე შედგა. საქმრომ მილიონი ევრო დახარჯა ამ მნიშვნელოვან დღეს. ქალი, რომელმაც წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა, დღეს ბედნიერი მეუღლეა. ქმართან ერთად ზრდის 6 წლის გოგონას, რომელიც ქორწინებიდან ერთ წელიწადში შეეძინა.

ახლა ქსენია 35 წლის არის, ხოლო მისი მეუღლე - 70 წლის.

წყვილი ახალი დაქორწინებული იყო, როცა ქსენიამ საკუთარი ყოველდღიურობას ინსტაგრამზე ასე აღწერა: "ძალიან მომწონს სახლში ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. რატომაც, არა? ქალი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს".