ავტორი:

უკრაინის ელიტური სპეცრაზმის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სპეცოპერაცია - რა მოხდა კუნძულზე, რომელიც "დამრტყმელ ძალად" შეიძლებოდა ქცეულიყო?

უკრაინის ელიტური სპეცრაზმის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სპეცოპერაცია - რა მოხდა კუნძულზე, რომელიც "დამრტყმელ ძალად" შეიძლებოდა ქცეულიყო?

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციის ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათი 73-ე საზღვაო ცენტრის სპეციალური დანიშნულების სამხედროები დაიღუპნენ. Z-არხები ამტკიცებენ, რომ დაღუპულები ხერსონის ოლქის ტენდროვსკის ტერიტორიაზე აპირებდნენ დესანტირებას. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ჯარისკაცები დაიღუპნენ მაშინ, როდესაც "ძირითადი ძალების გასვლას უზრუნველყოფდნენ". უკრაინის შეიარაღებული ძალები დეტალებს არ ავრცელებენ, ხოლო გარდაცვლილებზე ოფიციალური მონაცემები არ არის. ტენდროვსკის ცელა - შავი ზღვის გრძელი ვიწრო კუნძულია, რომელიც ხერსონის ოლქის სანაპიროზე მდებარეობს.

  • რუსული სამხედრო გამოცემები წერენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი სამხედროები კუნძულს აიღებდნენ, რომლის სიგრძე დაახლოებით 65კმ-ია, ისინი მომავალში შეძლებდნენ ხერსონის ოლქისა და ანერქსირებული ყირიმის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში დარტყმები განეხორციელებინათ.

ცელაზე ასევე არის შუქურა, რომელიც თითქმის 200 წლის წინ აშენდა. კუნძული 2022 წლის თებერვლიდან რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

რას ამბობენ რუსეთში?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მოიგერიეს უკრაინული სამხედრო საზღვაო ძალების დივერსიული ჯგუფი, რომელიც ტენდროვსკის ცელაზე 5 ნავით გადმოსხმას ცდილობდა.

"მოკლე შეტაკების შედეგად, დესანტის 4 ნავი განადგურდა და ჩაიძირნენ, მეხუთე დიდი სიჩქარით მობრუნდა და უკან წავიდა. მოწინააღმდეგის დანაკარგებმა 25 უკრაინელ სამხედრომდე მიაღწია. ერთი სამხედრო ტყვედ ჩავარდა“, - ამტკიცებს თავდაცვის სამინისტრო.

იარაღი და უკრაინის დროშა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელ სპეცრაზმელებს რუსმა სამხედროებმა წაართვეს

სამხედრო რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტედროვსკის ცელაზე ჩამოსვლა სცადეს და გაავრცელეს ფოტოები, სადაც თითქოს დახოცილი უკრაინელი სამხედროები ჩანდნენ.

  • ტელეგრამ-არხი "რიბარი" წერდა, რომ სანაპიროსთან ნაპოვნ ნავში აღმოაჩინეს 4 სპეცრაზმელის სხეული და ერთი დაჭრილი სამხედრო. ეს უკანასკნელი ტყვედ აიყვანეს და დაკითხეს, შედეგად გაირკვა, რომ სადესანტო ჯგუფი სპეციალური ოპერაციების ძალების 73-ე საზღვაო ცენტრს ეკუთვნოდა.

სხვა რუსული ტელეგრამ არხი "სპეციალური დანიშნულების არხი" წერდა, რომ შეტაკების შედეგად მინიმუმ 6 უკრაინელი სამხედრო, ხოლო მთლიანობაში, შესაძლოა, 15-მდე უკრაინელი დაღუპულიყო. ხერსონის ოლქის ხელისუფლება უკრაინის სპეცსამსახურების წარუმატებელ ოპერაციას მორიგ "პიარად" მიიჩნევს.

რას ამბობენ უკრაინელი სამხედროები?

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ხელმძღვანელობა მომხდარის თავის ვერსიას ყვება. მათი თქმით, უკრაინელი სპეცსამსახურების ნაწილმა "სპეციალური დავალების" შესრულება მოახერხა, თუმცა უკან გასვლისას რუს სამხედროებთან ბრძოლაში შევიდა.

"მთავარი ძალების უკან გასვლის უზრუნველყოფის დროს, ჯარისკაცებმა მათი უკანასკნელი ბრძოლა მიიღეს... სპეცსამსახურების ურთულესი და გმირული საბრძოლო საქმე ხმელეთზე, ზღვასა და მტრის ღრმა ზურგში - ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მტერზე გამარჯვების ყოველდღიური წვლილი" - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურმა არ დაასახელა ოპერაციის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების რაოდენობა. ანტონ გოლოვატოვის სახელობის 73-ე საზღვაო ცენტრი - ეს არის სპეციალური ოპერაციების სამხედრო ნაწილი, რომელიც ოჩაკოვში მდებარეობს. ამ ცენტრის მებრძოლები დივერსიული ოპერაციებით არიან დაკავებულები. ზუსტად ეს ქვედანაყოფი ასრულებდა ნიკოლაევის ოლქის სანაპიროს დაცვასა და კუნძულ ზმეინის განთავისუფლებაში მონაწილეობდა.

წყარო: BBC

ავტორი: ანრი კურტანიძე