ავტორი:

იშვიათი კადრები: აფრიკის ეროვნულ პარკში ვარდისფერი სპილო ბინადრობს

იშვიათი კადრები: აფრიკის ეროვნულ პარკში ვარდისფერი სპილო ბინადრობს

სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნულ პარკში ვარდისფერი სპლიყვი შენიშნეს. როგორც პარკის ზედამხედველები ამბობენ, ცნობები ნაციონალურ პარკში მცხოვრები ვარდისფერი სპილოს შესახებ გაგონილი ჰქონდათ, თუმცა აქამდე არ ენახათ.

"ვარდისფერი სპილო რამდენჯერმე შენიშნეს 2023 წლის ბოლოს, მაგრამ ამის დამადასტურებელი კადრები არ არსებობდა. ამიტომ გადავწყვიტე ის ჩემი კამერით გადამეღო"- განაცხადა პარკის თანამშრომელმა, პოტგიტერმა. მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უნიკალური ცხოველი ოჯახთან ერთად მდინარის მახლობლად იმყოფება.

სპილოს, სავარაუდოდ, აქვს ალბინიზმი, მემკვიდრეობითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მელანინის გამომუშავებაზე, ეს მდგომარეობა ღია ფერის ტყავით, თვალებითა და თმით ხასიათდება.