ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია სოცილაურ ქსელში გავრცელდა. მომხდარზე წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანიც.
"სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიაშვილი.
ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი", - წერს დავით ასათიანი.