ავტორი:

უპრეცედენტოდ ძვირი წინასაქორწილო წვეულება, რომელსაც მსოფლიო მედია აშუქებს - ვინ არის მილიარდერი ინდოელის ვაჟი და რა არის ცნობილი მის რჩეულზე?

უპრეცედენტოდ ძვირი წინასაქორწილო  წვეულება, რომელსაც მსოფლიო მედია აშუქებს - ვინ არის მილიარდერი ინდოელის ვაჟი და რა არის ცნობილი მის რჩეულზე?

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის უმცროსი ვაჟი, ანანტ ამბანი 12 ივლისს რადიკა მერჩანტზე ქორწინდება. თუმცა, ქორწილამდე, ოჯახი მშობლიურ ჯამნგარში სამდღიან ზეიმს მასპინძლობს, ხოლო თავად ქორწილი, დიდი ალბათობით, ინდოეთის სენსაციად იქცევა.

წინასაქორწილო ზეიმი ჯამნაგარში, გუჯარატში, 1-დან 3 მარტამდე გაიმართება და მას სავარაუდოდ, 1200 სტუმარი დაესწრება. სია საკმაოდ ვრცელია: ბოლივუდის ვარსკვლავები, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი, Walt Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი, Morgan Stanley-ის აღმასრულებელი დირექტორი ტედ პიკი. Adobe-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი, BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი და Bank of America-ს თავმჯდომარე ბრაიან თომას მოინიჰანი, მომღერალი რიანა და ა.შ.

ცნობილია ისიც, რომ სტუმრებს საკვებით 21 შეფ-მზარეულისგან შემდგარი გუნდი უმასპინძლებს. ადვილი მისახვედრია, რომ წვეულება უპრეცენდენტოდ ძვირი ჯდება.

ვინ არის ანანტ ამბანი?

ანანტ ამბანი 1995 წელს დაბადებული, ამბანის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ის თავის ორ დედმამიშვილთან ერთად აქტიურად ჩართულია Reliance Industries-ის საბჭოში, ამავდროულად კი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია.

მუმბაიში საერთაშორისო სკოლის დასრულების შემდეგ, ანანტმა ბაკალავრის წოდება ბრაუნის უნივერსიტეტში, შეერთებულ შტატებში მიიღო. ამჟამად ის იკავებს დირექტორების პოზიციებს Reliance კონგლომერატის სხვადასხვა საკვანძო ერთეულების საბჭოებში, მათ შორის Reliance Industries Ltd, Jio Platforms Ltd, Reliance Retail Ventures Ltd, Reliance New Energy Ltd და Reliance New Solar Energy Ltd.

უმცროსმა ამბანიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Reliance Industries-ის ენერგეტიკისა და მასალების ბიზნესის გაფართოებაში, მათ შორის აღსანიშნავია მისი გადაწყვეტილებები განახლებად და მწვანე ენერგიაში გლობალური მასშტაბით. მისი ადვოკატირება მწვანე ენერგიაზე გადამწყვეტია Reliance-ის ამბიციური მიზნისთვის, 2035 წლისთვის Net Carbon Zero სტატუსს მიაღწიოს.

კორპორატიული გადაწყვეტილებების გარდა, ანანტ ამბანი ცხოველთა კეთილდღეობის თავგამოდებული დამცველია. მისი ჩართულობა მოიცავს სხვადასხვა ინიციატივებს - ცხოველების ჯანმრთელობას, რეაბილიტაციასა და კონსერვაციას.

ამბანის რჩეული რადიკა მერჩანტია. ის ფარმაცევტული მწარმოებლის, Encore Healthcare-ის დამფუძნებლის, ვირენ და შაილა მერჩანტების ქალიშვილია. მისი LinkedIn-ის პროფილით თუ ვიმსჯელებთ, მუმბაიში BD Somani International School-ის დამთავრების შემდეგ, მერჩანტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ამჟამად ის Encore Healthcare-ის დირექტორთა საბჭოს თავის დასთან, ანჯალისთან ერთად მართავს. ამბანი და მერჩანტი 2023 წლის იანვარში დაინიშნენ. წყვილის ქორწილი კი 13 ივლისს არის დაგეგმილი.

  • რაც შეეხება ანანტ ამბანის მამას, მუკეშ ამბანის - ინდოეთის უმდიდრეს ადამიანს, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 111 მლრდ დოლარად არის შეფასებული და ის მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

მისი კომპანია Reliance Industries ჩართულია სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ნავთობქიმია, ნავთობი და გაზი, საცალო ვაჭრობა, ტელეკომი და სხვა. აქტიურად არიან ჩართულნი კონგლომერატის სხვადასხვა განყოფილებების მართვაში.

ანანტის გარდა, მას კიდევ ორი შვილი ჰყავს - აკაში და იშა. ცნობისათვის, ქალიშვილის ქორწილში, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიმართა, ამბანს ბიონსე ჰყავდა მოწვეული.

ავტორი ეკა დარჩიაშვილი

წაიკითხეთ ასევე: