ავტორი:

აშშ-ის სამხედროებმა ალასკას თავზე ჯაშუში-ბუშტი ჩამოაგდეს: რას წერს უცხოური მედია

აშშ-ის სამხედროებმა ალასკას თავზე ჯაშუში-ბუშტი ჩამოაგდეს: რას წერს უცხოური მედია

გავრცელებული ინფორმაციით, ალასკას სანაპიროსთან მეთევზეებმა მფრინავი ჯაშუში-ბუშტი იპოვეს. მათ ობიექტის ფოტოები ოფიციალურ პირებს გაუგზავნეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბუშტი საკმაოდ ჰგავდა აქამდე აღმოჩენილ სხვა ჯაშუშ-მოწყობილობას. როგორც ცნობილია, მას დამატებითი ანალიზის ჩასატარებლად FBI-ს აგენტებს გადასცემენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა ობიექტი უცხოეთის საკუთრებაში არსებული ჯაშუში-ბუშტი - ამის დადასტურების შემთხვევაში აშშ-სა და მის კონკურენტებს შორის საერთაშორისო ურთიერთობები გაუარესდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი წილის წინ აშშ-ის თავზე ჩინური ჯაშუში-საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს - მაშინ ჩინეთი აცხადებდა, რომ ობიექტი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო, რომელიც მეტეოროლოგიური კვლევებისთვის გამოიყენებოდა და რომელმაც ცუდი ამინდის გამო მარშრუტს გადაუხვია. ბუშტის გამოჩენას დიდი უკმაყოფილება მოყვა ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა.

ამის შემდეგ, აშშ-ის სამხედროებმა ყველა სხვა მფრინავი ობიექტის ძებნა დაიწყეს, რომელიც შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ასევე გააუმჯობესეს სარადარო სისტემები, რათა უკეთ აღმოეჩინათ ობიექტები, რომლებიც გარკვეულ სიმაღლეზე დაფრინავდნენ.

გასულ კვირას იუტას თავზე პატარა ბუშტი დააფიქსირეს. ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტი არ წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

წყარო: telegraph