ავტორი:

მოკლულია "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური - ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სარაკეტო დარტყმები განახორციელა

მოკლულია "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური - ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სარაკეტო დარტყმები განახორციელა

სამხრეთ ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონის გამოყენებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის მომენტში ავტომობილი ქალაქ ნაქურას მახლობლად იმყოფებოდა.

სამხრეთ ლიბანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი, მათ შორის, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა.