ავტორი:

თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე - უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე - უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. თავდასხმა შაბათს დილით განხორციელდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა განაცხადა, რომ "ინციდენტი" ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში, კრასნოგვარდეისკიში მოხდა. მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა მოსახლეობა ბინებიდან ევაკუირებულია.

არც უკრაინას და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 620 მილის დაშორებით, სანქტ-პეტერბურგზე თავდასხმები იშვიათია. იანვარში უკრაინულმა თვითმფრინავებმა ქალაქის გარეუბანში გაზის ექსპორტის მთავარ ტერმინალს დაარტყეს.