ავტორი:

საქართველოში პირველი თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი იმართება - ცნობილია ნახევარფინალისტების ვინაობა (ფოტოები)

საქართველოში პირველი თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი იმართება - ცნობილია ნახევარფინალისტების ვინაობა (ფოტოები)

თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბაკურიანში 1 მარტს აიღო. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ თოვლის ფრენბურთში პირველად იმართება ევროპის ჩემპიონატი, საქართველომ კი ღირსეულად მიიღო მასპინძლობის უფლება.

3 მარტის ჩათვლით ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის,მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენელი, როგორც ქალი, ისე მამაკაცი სპორტსმენები. მათთან ერთად პირველობისთვის ასპარეზობენ ქართველი ფრენბურთელებიც.

ჩემპიონატის მე-2 დღეს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

გოგონათა გუნდები:

ჩეხეთი - თურქეთი

იტალია პოლონეთი

ვაჟთა გუნდები:

ჩეხეთი - თურქეთი

პოლონეთი - ბულგარეთი

გამარჯვებულების ვინაობა 3 მარტს გახდება ცნობილი.