ავტორი:

"მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? - საკმარისია, შეჩერდით" - რომის პაპი ომზე

"მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? -  საკმარისია, შეჩერდით" - რომის პაპი ომზე

რომის პაპი ფრანცისკე მხარეებს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ყოველდღე ტკივილით ვატარებ გულში პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობის ტანჯვას მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ათასობით დაღუპული, დაშავებული, დევნილი“, - განაცხადა რომის პაპმა.

მან ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც კონფლიქტს ბავშვებისთვის მოაქვს და 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? მართლა ფიქრობთ, რომ მიაღწევთ მშვიდობას? საკმარისია, გთხოვთ! მოდით, ყველამ ვთქვათ საკმარისია, გთხოვთ! შეჩერდით!”