ავტორი:

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - არის მსხვერპლი

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - არის მსხვერპლი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საქორწილო კოლონის ავტომობილები შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.