ავტორი:

"ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები..." - დარჩება თუ არა "ნაპოლში" კვარა: რას აცხადებს ხვიჩა კავარცხელიას მამა

"ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები..." - დარჩება თუ არა "ნაპოლში" კვარა: რას აცხადებს ხვიჩა კავარცხელიას მამა

ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელებში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრის განცხადებას ავრცელებს:

"ჩემი აზრით, ხვიჩა მომავალ სეზონშიც "ნაპოლიში" დარჩენას აირჩევს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შეუძლია. დარჩება თუ არა ნეაპოლში, მე მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".

🇬🇪 Kvaratskhelia’s father Badri: “In my opinion, he will decide to stay at Napoli next season”.

“Only he will be able to choose whether to stay in Naples in the future and I will respect his every decision”. pic.twitter.com/jChS10fjdj
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 3, 2024

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფეხბურთელის გადაბირება ევროპულ გუნდებს სურთ, მათ შორის "ბარსელონასაც". ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით კი, ყველაფერი მაისში გახდება ცნობილი: "ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები საუკეთესო ევროპული კლუბებიდან, ბოლოს და ბოლოს, როგორ არ უნდა იყოს?! მაისში ყველაფერი გაირკვევა“, - ამბობს მამუკა ჯუღელი.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა