ავტორი:

"ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს" - ამერიკელ ქალს არასრულწლოვან გერებზე ძალადობისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

"ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს" - ამერიკელ ქალს არასრულწლოვან გერებზე ძალადობისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

დელავერის შტატში მცხოვრებ ქალს თავისი ორი გერის წამებისთვის 106 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დელავერის გენერალურმა პროკურორმა პრესრელიზში გამოაცხადა, რომ 46 წლის მერი ვინსონს ბავშვზე ძალადობის, ბავშვზე ძალადობის მცდელობის, გატაცების, თავდასხმის მცდელობის, ბავშვების საფრთხეში ჩაგდების და კიდევ სხვა ბრალდებებისთვის 106-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მერის მეუღლეს, ჩარლზ ვინსონს, ბავშვებზე ძალადობაში ხელშეწყობისთვის 49-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს ცნობით, ვინსონების ოჯახში ძალადობა 2020 წლიდან დაიწყო, როცა ბავშვები 10 და 12 წლისანი იყვნენ. ძალადობის აქტები სწორედ იმ კამერებზეა დაფიქსირებული, რომლებიც მშობლებმა ბავშვების ოთახში დაამონტაჟეს.

ძალადობა მოიცავდა ბავშვების იძულებით კვებას, მათ შიმშილობას, ფეხზე ხანგრძლივად დგომის იძულებას. შედეგად, ბავშვების საავამდყოფოში გადაყვანა არაერთხელ გახდა საჭირო. "ამ ბავშვებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს, მაგრამ ახლა აღარ მოუწევთ მოძალადეებზე დარდი. მადლობას ვუხდი იმ პროკურორებსა და სამართალდამცავებს, რომლებმაც ისინი ამ წამებისგან იხსნეს",- თქვა გენერალურმა პროკურორმა ქეითი ჯენინგსმა.

სასჯელის განხილვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას არ სურდა ბავშვებისთვის ზიანის მიყენება და "ისინი ღვიძლი შვილებივით" უყვარდა. მისი მეუღლის, ჩარლზის ადვოკატები თავის მხრივ ამტკიცებდნენ, რომ მასზე ცოლი მანიპულირებდა, თუმცა აღიარებს, რომ შვილებს იმედი გაუცრუა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა