ავტორი:

საფრანგეთიდან 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს - 2024 წლიდან დეპორტაცია კიდევ უფრო გახშირდება

საფრანგეთიდან 58 არალეგალი ქართველი საქართველოში დააბრუნეს - 2024 წლიდან დეპორტაცია კიდევ უფრო გახშირდება

საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს.

2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არელეგალური მიგრაციის წინააღდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 2020-2021 წლებიდან კი განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საფრანგეთის მთავრობისადმი თავშესაფრის მოთხოვნა. 2020-2021 წლებში, ეს რაოდენობა 103.4%-ით გაიზარდა, 2021-2022 წლებშ კი 114.3%-ით. განაგრძეთ კითხვა