ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწვრთნელი ტყვიის სროლაში ვახტანგ სალუქვაძე - "უფლის მადლიერმა დატოვა ეს ქვეყანა"

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწვრთნელი ტყვიის სროლაში ვახტანგ სალუქვაძე - "უფლის მადლიერმა დატოვა ეს ქვეყანა"

93 წლის ასაკში გარდაიცვალა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი, ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ნინო სალუქვაძის მამა და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე.

"ჩემი საყვარელი და უპატიოსნესი, უკეთილშობილესი მამიკო აღარ მყავს, უფლის მადლიერმა დატოვა ეს ქვეყანა", - დაწერა სოციალურ ქსელში ნინო სალუქვაძემ.

ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ სალუქვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.