ავტორი:

SpaceX-ის ახალი მისია - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელებთან ერთად, რუსი ასტრონავტიც გაემგზავრა

SpaceX-ის ახალი მისია - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელებთან ერთად, რუსი ასტრონავტიც გაემგზავრა

SpaceX-ის რაკეტა, რომელშიც 3 ამერიკელი და ერთი რუსი ასტრონავტი მოთავსდა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ექვსთვინი მისიით გაემგზავრა. რაკეტა ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. რაკეტის გაგზავნა შაბათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

  • კოსმონავტები SpaceX-მა კაფსულაში მოათავსა, რომელიც მანამდე 4-ჯერ იყო კოსმოსში გაგზავნილი.

ოფიციალური ინფორმაციით, მისიის განმავლობაში კოსმოსურ სადგურში სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩატარდება. კოსმონავტები ადამიანის ორგანოების ხელოვნური ასლების დეგენერაციულ დაავადებებს დაბალ გრავიტაციულ გარემოში დააკვირდებიან.

მისიის ხელმძღვანელი მეთიუ დომინიკია, რომელიც ამერიკელ და რუს კოლეგებთან, ჯინეტ ეპსსა და ალექსანდერ გრებენკინთან ერთად პირველად მიემგზავრება კოსმოსში. მათი გუნდის კიდევ ერთი წევრი ექიმი მაიკლ ბარატია, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე მესამედ გაემგზავრა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა