ავტორი:

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გამართეს - მათი მოთხოვნები უცვლელია

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გამართეს - მათი მოთხოვნები უცვლელია

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა პროფკავშირებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ზურაბ ბუნტურის განცხადებით, მათი მოთხოვნა არა საავტობუსო ზოლზე B კატეგორიის ტაქსებისთვის მოძრაობის უფლების მიღება, არამედ მხოლოდ მგზავრის ჩასმა-ჩამოსმის უფლების მიღებაა.

"ამ დროისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პირდაპირ მთავრობიდან, მერიიდან ან მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლის გამონახვა, რომელიც გაუწევს მედიატორობას ჩვენს და “იანდექსსა” და “ბოლტს” შორის მოლაპარაკებას. საავტობუსო ზოლზე B კატეგორია არ ითხოვს მოძრაობის უფლებას. ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ვითხოვთ, მუნიციპალიტეტმა გამოყოს ადგილები წყვეტილი ზოლებით, სადაც B კატეგორია მხოლოდ მგზავრის ჩასმას ან ჩამოსმას შეძლებს. დღევანდელი სარჩელი შეეხება იმას, რომ პლატფორმული დასაქმება გადავიდეს შრომით ხელშეკრულებაში, იმიტომ, რომ ამდენი გადახდილი პროცენტი ტყუილად არ უნდა იფანტებოდეს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ ბუნტურმა.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

“ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც არაგარანტირებული სამუშაო ადგილი გააჩნიათ. დღეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სასამართლომ, როგორც

შრომითი ურთიერთობა აღიაროს. ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც დასაქმებულები აპროტესტებენ არ იქნება ისე, როგორც დღეს არის. შრომითი ურთიერთობების დროს შრომითი ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც შრომის კოდექსით რეგულირდება. სარჩელი შეგვაქვს “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ. კომპანიებს და დასაქმებულებს შორის უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება”,- განაცხადა ლავრენტი ალანიამ.