ციფრული პლატფორმები საინფორმაციო ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილი ხდება. ინტერნეტმომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ონლაინ რესურსებს, ახალი ამბების გასაგებად.
rogor.ge-ს მიერ მომზადებულ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ambebi.ge-ს მომხმარებელმაც მიიღო, 13 762-მა ადამიანმა დააფიქსირა თავისი აზრი.
გამოკითხვის მიზანი ინტერნეტმომხმარებლების ქცევის გაგება იყო. კითხვა კი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული:
სად ეცნობით ახალ ამბებს და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყველაზე ხშირად?
სავარაუდო პასუხები შემდეგ ვარიანტებს მოიცავდა:
გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობამ - 57.9%-მა, ინფორმაციის ძირითად წყაროდ საინფორმაციო ვებგვერდები აირჩია. ეს ასახავს ციფრული პლატფორმების მზარდ პოპულარობას, როგორც ახალი ამბების მთავარ წყაროს თანამედროვე მოსახლეობაში.
ნახეთ სხვა შედეგები:

ეს შედეგები აჩვენებს ციფრული პლატფორმების მზარდ როლს საინფორმაციო ლანდშაფტის ფორმირებაში, ასევე, მედია რესურსების ადაპტაციის მნიშვნელობას, თანამედროვე ინტერნეტმომხმარებლების პრეფერენციების შესაბამისად.