ავტორი:

ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში წყლის დონე იმატებს - მეცნიერები ამას კლიმატური ცვლილებებით ხსნიან

ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში წყლის დონე იმატებს - მეცნიერები ამას კლიმატური ცვლილებებით ხსნიან

აშშ-ის სახელმწიფო პროგნოზების მიხედვით, კლიმატური ცვლილებების გამო, ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში 2030 წლისთვის ზღვის დონე 15-22 სანტიმეტრით აიწევს, ზოგ ადგილას კი 33 სანტიმეტრს მიაღწევს.

ანგარიშში, რომელიც გარემოს დაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2050 წლისთვის მდინარე ჰადსონის ქვედა ნაწილში წყლის დონე, შესაძლოა, 60 სანტიმეტრით გაიზარდოს, ხოლო 2080 წლისთვის 1 მეტრსაც გადააჭარბოს.

"ნიუ-იორკში ზღვის დონის აწევა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და პირდაპირი ეფექტია. მეცნიერული პროგნოზების შემუშავება კანონით მოგვეთხოვება, რაც რისკის ქვეშ მყოფ დასახლებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში გვეხმარება", - ნათქვამია გარემოს დაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

მთავრობის თქმით, ზღვის დონის აწევის ტემპი, საბოლოო ჯამში, სათბურების გაზის გლობალური ემისიებით განისაზღვრება. ემისიების მაღალი მაჩვენებელი ოკეანის სწრაფ დათბობას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, წყლის დონის მატებაზე აისახება.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა