ავტორი:

"ეს მხოლოდ გერმანელ ჯარისკაცებს შეუძლიათ და...“ - რას ამბობს ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობაზე

"ეს მხოლოდ გერმანელ ჯარისკაცებს შეუძლიათ და...“ - რას ამბობს ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობაზე

"არ შეიძლება ვინმეს ისეთი იარაღის სისტემა მიაწოდო, რომელსაც ძალიან შორ მანძილზე წვდომა აქვს და შემდეგ არ იფიქრო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იარაღის სისტემაზე კონტროლის განხორციელება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

  • მისივე თქმით, აღნიშნული კონტროლი მხოლოდ გერმანელი სამხედროების მონაწილეობით არის შესაძლებელი, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია.

"და თუ სიტუაციის კონტროლი გსურთ, ეს მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით არის შესაძლებელი, რაც ჩემთვის გამორიცხულია“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად, რუსეთის წინააღმდეგ ომში გერმანიის ჩართვის რისკი დაასახელა.