ავიაკომპანია "ვიზეარის" მემინგენი-ქუთაისის რეისი ავარიულად დაეშვა რუმინეთში. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
გამოცემას რეისის ერთ-ერთი მგზავრი უყვება, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მგზავრის თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა