2 მარტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები კაცი, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.
მაშველებმა გადაარჩინეს ერთი გოგონა, რომელიც დაღუპული მამაკაცის მეორე ქალიშვილი იყო.
"ასე გადაწყვიტა სამყარომ, ჩემი მოკვლა".

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონები ლიზი რობაქიძე, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი კლასელები იყვნენ.
"გოგონები ჩემი მოსწავლეები იყვნენ, ჩემს სადამრიგებლოში სწავლობდნენ. საზანოში სტუმრად იყვნენ, მიმდებარედ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ. ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მერე რიგ-რიგობით ჩაჰყვნენ დანარჩენებიც, გადარჩენის მიზნით", - გვეუბნება გოგონების დამრიგებელი.