ავტორი:

ილონ მასკი META-ს დასცინის - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს X-ის მფლობელი?

ილონ მასკი META-ს დასცინის - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს X-ის მფლობელი?

"ინსტაგრამის" და "ფეისბუქის" გათიშვის შესახებ თავიანთი აზრის გამოსათქმელად სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყოფილ Twitter-ს, ანუ ამჟამინდელ X-ს მიაკითხეს. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ შორის ილონ მასკიცაა.

pic.twitter.com/VTOACNfb3E
— Elon Musk (@elonmusk) March 5, 2024

მასკი და კიდევ ათასობით სხვა ადამიანი X-ზე პოპულარული პლატფორმების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ სასაცილო ფოტოებსა და პოსტებს აზიარებენ. X-ის დირექტორმა ილონ მასკმა რამდენიმე წუთის წინ ფოტო გააზიარა, რომელზეც 4 პინგვინია გამოსახული. თითოეული მათგანი Meta-სა და X-ის კომპანიების ლოგოებითაა მონიშნული, რითიც ბიზნესმენმა თავისი პლატფორმის უკეთესობაზე მიანიშნა.

If you’re reading this post, it’s because our servers are working
— Elon Musk (@elonmusk) March 5, 2024

მოგვიანებით, მასკმა ჭრილობაზე მარილის მოყრა გადაწყვიტა და Meta-ს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა: "თუ ამ პოსტს ხედავთ, ე.ი. ჩვენი სერვერები ისევ მუშაობს".

კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდხნიანი შეფერხება 2021 წელს დაფიქსირდა. Facebook-ის, Messenger-ის, Whatsapp-ისა და Instagram-ის სერვისების ექვსსაათიანი შეფერხების შემდეგ, დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა შექმნილი სიტუაციისთვის ბოდიშიც კი მოიხადა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წაიკითხეთ ასევე: