ავტორი:

როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს

როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს

სტარტაპ კომპანია, რომელიც მფრინავ მანქანებს SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს, აცხადებს, რომ წინასწარი შეკვეთით უკვე 2850 მანქანა გაყიდეს. Model A-ს თითოეული მფრინავი მანქანის ფასი $300 000-ს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანის პირველი პროტოტიპები მომავალი წლიდან შემოვა ბაზარზე და, შესაბამისად, ცაზეც.

  • სტარტაპ კომპანია Alef Aeronautics-მა განაცხადა, რომ Model A-ს წინასწარი შეკვეთების თანხა $850 მილიონს აჭარბებს.

385-კილოგრამიანი ორადგილიანი მანქანა პირველად გასულ წელს წარადგინეს დეტროიტის ავტო შოუზე. ოფიციალური ინფორმაციით, ელექტრომანქანას ჰაერში 177 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, მიწაზე კი 56 კმ/სთ-ის.

Model A-ს საჰაერო ვარგისიანობის სპეციალური სერტიფიკატი ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მანქანებს გარკვეულ ლოკაციებზე ფრენის უფლება ეძლევათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გზებზე სასიარულოდ, მას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგანაც სჭირდება თანხმობა.

ქალაქებში მფრინავი მანქანების გადაადგილების პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებით ჯერაც ბევრი გადაუჭრელი კითხვა რჩება. ამ დროისთვის არ არსებობს სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც ქალაქებში მფრინავი მანქანების მარშრუტებსა და ტრაექტორიებს დაარეგულირებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ დუხოვნიმ მედიასთან განაცხადა რომ "ისტორიაში პირველ მფრინავ მანქანას" მარეგულირებლები, დიდი ალბათობით, დაამტკიცებდნენ: "თუ ყველაფერი კარგად წავა, პირველი მანქანის წარმოებას 2025 წლიდან დავიწყებთ",- განაცხადა დუხოვნიმ.

  • Model A-ს თავისი კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ ისინი ვიზუალურად გიგანტურ დრონებს წააგავს და მასავით გზებზე გადაადგილება არ შეუძლიათ.

დუხოვნის 2035 წლისთვის კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. მას სურს Model Z აწარმოოს, რომელიც სავსე ავზით ჰაერში 321 კმ-ს დაფარავს, გზაზე კი 643 კმ-ს. Model Z-ის სავარაუდო ფასი $35 000 იქნება: "ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ხალხისთვის ჩვენი მანქანების ფასი ხელმისაწვდომი იქნება",- დასძინა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა