ავტორი:

გერმანელმა მამაკაცმა კოვიდის საწინააღმდეგო აცრა 217-ჯერ ჩაიტარა - როგორია მისი მდგომარეობა და რას ამბობენ კვლევის ავტორები?

გერმანელმა მამაკაცმა  კოვიდის საწინააღმდეგო აცრა 217-ჯერ ჩაიტარა - როგორია მისი მდგომარეობა და რას ამბობენ კვლევის ავტორები?

"ჰიპერვაქცინირებული" გერმანელი მამაკაცი, რომელმაც 29 თვის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 217-ჯერ ჩაიტარა, არც ვირუსით დაინფიცირებულა და არც ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები განუცდია. 62 წლის მამაკაცის ისტორია ჟურნალ Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღწერილი.

62 წლის მამაკაცი მაგდებურგიდან საგაზეთო ინტერვიუში აცხადებდა, რომ მას "პირადული მიზეზების გამო" დიდი რაოდენობით ვაქცინის გაკეთება მოუწია. აკადემიკოსებმა მამაკაცის შესახებ გაზეთიდან შეიტყვეს და მას კვლევაში მონაწილეობის მიღება სთხოვეს: "დავუკავშირდით და სხვადასხვა კვლევის გაკეთება შევთავაზეთ. ის მაშინვე დაინტერესდა",- აცხადებს დოქტორი კილიან შობერი.

მკვლევართა გუნდმა განაცხადა, რომ მათ პაციენტზე 134 აცრის ჩატარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა ჰქონდათ, რომელიც 8 სხვადასხვა ვაქცინას მოიცავდა. მათ წარსულში ჩატარებული სისხლის ანალიზის შედეგები ვაქცინაციის შემდგომ ჩატარებულ ანალიზებს შეადარეს: "დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ უჩვეულო ჰიპერვაქცინაციას შესამჩნევი გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ წამლებს ტოლერანტობის კარგი მაჩვენებელი აქვთ",- დასძინა შობერმა.

მკვლევარებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ 62 წლის მამაკაცის იმუნური სისტემა გამართულად ფუნქციონირებდა. მათი ცნობით, ის იმუნური უჯრედები და ანტისხეულები, რომელიც კორონავირუსს იწვევს გაცილებით მაღალ დონეზე იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მხოლოდ სამჯერ ჩაიტარეს ვაქცინა. "სუსტ იმუნურ სისტემაზე არაფერი მიუთითებდა, შეიძლება ვთქვათ, რომ პირიქით იყო",- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა თანაავტორმა კატარინა კოხერმა.

წყარო:theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა