ავტორი:

რა იცვლება მათთვის, ვისაც დაბადების მოწმობასა და პასპორტში /პირადობის მოწმობაში სხვადასხვა დაბადების თარიღი უწერია

რა იცვლება მათთვის, ვისაც დაბადების მოწმობასა და პასპორტში /პირადობის მოწმობაში სხვადასხვა დაბადების თარიღი უწერია

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.

ცვლილებებს, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი არიან, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

„თუ 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1-ელ მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული...წაიკითხეთ ასევე