ავტორი:

"არქტიკული ზღვის ყინული სულ რაღაც 10 წელიწადში დადნება" - რას ამბობენ მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით

"არქტიკული ზღვის ყინული სულ რაღაც 10 წელიწადში დადნება" - რას ამბობენ მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით

ახალი კვლევის თანახმად არქტიკული ზღვის ყინული სულ რაღაც 10 წელიწადში დადნება - ამის შესახებ კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა. მათი აღმოჩენის მიხედვით, ზაფხულში ყინული ჩვეულებრივზე მეტად დნება.

ნაკლები ყინული ნიშნავს, რომ ოკეანეები უფრო სწრაფად გაცხელდება, რაც ხელს შეუწყობს ხმელეთზე სიცხის ტალღებს. ზღვის ყინული, როგორც წესი, ყველაზე მცირე ზომისაა სექტემბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ, რაც ზაფხულის სიცხეში დნება. ეს არის ნორმალური წლიური ცვლილებები ზაფხულსა და ზამთარს შორის, რადგან ყინული ბუნებრივად დნება და ხელახლა იყინება.

ზღვის ყინულზე დაკვირვება 1978 წლიდან დაიწყო. 2023 წლის 19 სექტემბერს ყინულის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. ახალი ანალიზის საფუძველზე, კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ეს მაჩვენებელი 2020-იან ან 2030-იან წლებში გაუარესდება.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყინული 100%-ით დადნება - პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ოკეანეს ექნება მილიონ კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები (დაახლოებით 386,000 კვადრატული მილი) ყინულის საფარი. 2067 წლისთვის არქტიკა ყინულისგან თავისუფალი იქნებოდა, არა მხოლოდ სექტემბრის პიკზე, არამედ აგვისტოსა და ოქტომბერშიც.

მაგრამ ამ შემთხვევაში, სათბურის გაზების ემისიების შემცირება შეანელებს ყინულის დნობის ეტაპს, რადგან ეს პროცესი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და სწრაფად რეაგირებს ნახშირბადის ემისიების ცვლილებებზე.

”მაშინაც კი, თუ ყინულის დნობა გარდაუვალია, ჩვენ მაინც უნდა შევამციროთ გამონაბოლქვი, რათა თავიდან ავიცილოთ ყინულის დნობის პროცესი”, - თქვა კვლევის ავტორმა ალექსანდრა იანმა, ატმოსფერული და ოკეანის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი CU Boulder's Arctic and Alpine Research Institute-ში.

წყარო: dailymail