ავტორი:

"ოცნება" ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე "ნაცმოძრაობის" ლიდერი - თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში?" - პრეზიდენტი

"ოცნება" ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე "ნაცმოძრაობის" ლიდერი - თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში?" - პრეზიდენტი

"ოცნება“ ოცნებობს იმაზე, რომ მე გავხდე უცებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე "პალიტრანიუსის" წამყვანის, მერაბ მეტრეველის კითხვას, რომელიც პრეზიდენტის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს შეეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, ვინც დღეს "ოცნებაში" მას "ნაციონალური მოძრაობის" ერთგვარ ლიდერობას აბრალებს, უნდა გაიხსენონ, სად იდგნენ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

"ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები. ვინც დღეს ლაპარაკობს "ოცნებაში", ეს არ ეხება 2012 წლის „ოცნებას“, ვინც დღეს ლაპარაკობს და ძალიან თავი მოჰყავს, მე მაბრალებს, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი ლიდერი ან ვიქნები და უნდათ, რომ ხალხს ასე დააჯერონ. თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? მე სად ვიდექი გაიხსენონ, ესენი არ მახსოვს არცერთი არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ეს არის რაღაც ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩევლებს და ჰგონიათ, რომ თუ ათასჯერ იტყვიან დააჯერებენ ამაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.