ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ განაცხადა, რომ მისი წიგნები ირანში აკრძალეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მწერალი პაულო კოელიო ამბობს, რომ აკრძალვის მიზეზები მისთვის უცნობია. ბოლო 12 წლის მანძილზე ირანში მისი 6 მლნ წიგნი გაიყიდა.
"ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობა ერთ კვირაში დასრულდება. მე ბრაზილიის ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი მაქვს", - დაწერა კოელიომ თავის ბლოგზე.
კოელიომ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, სპარსულ ენაზე ნათარგმნი მისი წიგნები ინტერნეტში უფასოდ გამოქვეყნდეს.
კოელიოს "ალქიმიკოსი" ბესტ-სელერია. მსოფლიოს 150 ქვეყანაში ამ დრომდე კოელიოს 300 მლნ წიგნია გაყიდული.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.