ავტორი:

Bitcoin-ის გაყიდვიდან მიღებული 145 ათასი დოლარის შემოსავალი და...  - რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძე

Bitcoin-ის გაყიდვიდან მიღებული 145 ათასი დოლარის შემოსავალი და...  - რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე ქონებრივ დეკლარაციას აახლებს. აღნიშნულის თანახმად, მან გასულ წელს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებისთვის ხელფასის სახით 43 624 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ვაშაძის და მისი მეუღლის, ქეთევან სიჭინავას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ასე გამოიყურება - სიჭინავას საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში ჯამში 100 კვ.მ, რომელიც მას მამამ აჩუქა. გარდა ამისა, სიჭინავა ფლობს 4062 კვ.მ-იანი კომერციული ფართის 70%-ს. დეკლარაციის თანახმად, მას ეს ფართი ასევე მამამ აჩუქა 2008 წელს.

დეკლარაციაში მითითებული მონაცემების თანახმად, გიორგი ვაშაძე ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 5 000 აშშ დოლარად იყიდა.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციით ავტომობილი მხოლოდ ვაშაძის მეუღლეს უფიქსირდება. საუბარია 2016 წლის BMW X6-ზე, რომელიც სიჭინავამ 2019 წელს 40 000 აშშ დოლარად იყიდა.წაიკითხეთ ვრცლად