ავტორი:

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში სინაგოგაზე თავდასხმა აღკვეთეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში სინაგოგაზე თავდასხმა აღკვეთეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში სინაგოგაზე თავდასხმა აღკვეთეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, თავდასხმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი.

„ორგანიზაციის წევრები მოსკოვის ერთ-ერთი ებრაული რელიგიური ინსტიტუტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.

რუსეთის უშიშროების ინფორმაციით, დაკავების დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს და მათი ლიკვიდაცია საპასუხო ცეცხლით განხორციელდა.