მეცნიერებმა სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის სანაპიროზე მდებარე კლდეებში უძველესი გაქვავებული ხეები აღმოაჩინეს. კემბრიჯისა და კარდიფის უნივერსიტეტების მკვლევარები ამბობენ, ამ ადგილას ოდესღაც დედამიწის უძველესი ტყე მდებარეობდა.

ხეები, რომლებიც ცნობილია კალამოფიტონის სახელით, პალმას წააგავს. მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს მცენარეების ნამარხი, გაქვავებული ხის მორები და ფესვების კვალი. ეს აღმოჩენა გვაჩვენებს, თუ როგორ შეუწყო ხელი ადრეულმა ხეებმა ლანდშაფტის ჩამოყალიბებას, მდინარის ნაპირებისა და სანაპიროების სტაბილიზაციას ასობით მილიონი წლის წინ.


"ადამიანები ხანდახან ფიქრობენ, რომ ბრიტანულ კლდეებში საინტერესო არაფერი არაა, მაგრამ ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ მათი დათვალიერებით მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის წამყვანმა ავტორმა, ნილ დევისმა.
მეცნიერების თქმით, ნამარხი ტყე დაახლოებით ოთხი მილიონი წლით თარიღდება. ტერიტორია კი, სადაც აღმოჩენა გაკეთდა, იმ დროს ნახევრად არიდული დაბლობი იყო. აქ ნაპოვნი ხეები ძალიან განსხვავდებოდა იმ მცენარეებისგან, რომლებიც ჩვენთვისაა ცნობილი. ყველაზე მსგავსი მცენარე შეიძლება იყოს Dicksonia antarctica, ხის გვიმრის ტიპი, რომელიც ბრიტანეთში საკმაოდ პოპულარულია.
აქამდე, მსოფლიოში უძველესი ცნობილი ტყე გრინ ოლქში, აშშ-ში, მდებარეობდა.
წყარო: dailymail