ბათუმი გუშინ ფეხბურთის ლეგენდებს მასპინძლობდა. "აჭარაბეთ არენაზე" პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყო.
ჩვენი ნაკრებისა და იტალიური გრანდის ვეტერანი ვარსკვლავების შემადგენლობები:
GEO11
მეკარეები: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი
მცველები: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე.
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი.
თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, ლევან მჭედლიძე.

Inter Legends
მეკარეები: ჟულიო სეზარი, სებასტიან ფრეი.
მცველები: ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ანდრეა რანოკია.
ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხუან ვერონი, ვესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა.
თავდამსხმელები: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი, დავიდ სუასო.

მატჩი საქართველოს ნაკრებსა და მილანის "ინტერს" შორის 0:2 - საქართველოს ნაკრების დამარცხებით დასრულდა. მატჩში ორივე გოლი ლუიშ ფიგუმ გაიტანა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე ჩამოფრინდა ბათუმში და სტადიონზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა.
"51 წლის გახლავთ. ასე გამოიყურება სპორტსმენი ჩემთვის" - წერდნენ ქართველი გულშემატკივრები ფიგუს ფოტოს კომენტირებისას.

თამაშს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმრავლესობის ლიდერები. კობახიძე სტადიონზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, მატჩის შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელები, "რუმსში" ვახშამზე შეიკრიბნენ.




