ავტორი:

"თურქეთში კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში" - ლევან ხაბეიშვილი

"თურქეთში კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში" - ლევან ხაბეიშვილი

თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე და თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს - ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტებია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა "ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებისთვის“, რათა "კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“.

"ჩვენ ფაქტებით ვნახეთ, რომ ორჯერ უფრო იაფია პროდუქცია თურქეთში, ვიდრე საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე. თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს, თუმცა პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ - კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.