ავტორი:

"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

თბილისის მერმა კახა კალაძემ სერია A-ს ოფიციალურ "იუთუბ არხთან" ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილმა მცველმა "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები გაიხსენა.

"ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან, ხშირად ვსაუბრობ, უნიკალური ადამიანია. სანამ "კვარა" "ნაპოლიში" გადავიდოდა, "პარტენოპეის" ხელმძღვანელებთან ვისაუბრე და ხვიჩას შესახებ მოვუყევი. მინდოდა გაეგოთ, თუ როგორ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.

"კვარა" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ხვიჩა ჩვენთან უამრავი ბავშვის კერპია. ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლუბში გადავიდეს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხოს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს დღეს, 8 მარტს, საბა საზონოვის "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

წყარო: sportall.ge

წაიკითხეთ ასევე: