ავტორი:

"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები

"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები

"ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სამწუხაროდ, ფემიციდის უსასტიკესი დანაშაულ მოხდა ამ ცოტა ხნის წინ სოფელ წინუბანში. 28 თებერვლის დილას განგაში იქაურმა მამაკაცმა ატეხა და საშველად მეზობლებს მას შემდეგ უხმო, რაც მისი საამქროს მიმდებარედ, თხრილში, გოგონას ცხედარი იპოვა. მის დაძახილზე პირველი ქეთევან ჯავახიშვილის მამა, კობა მივიდა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით იპოვეს. მან მოჰკიდა ხელი პირქვე დამხობილ გოგონას, რომელიც, საუბედუროდ, მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. ცხედარს ხელები მავთულით ჰქონდა უკან შეკრული და ზემოდან ქვები ეყარა... უკვე ცნობილია, რომ 21 წლის ოთარ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დღეს ჩამოვიდა ჭუბერიდან თბილისში ქეთევან ჯავახიშვილთან შესახვედრად. ის ჯერ ბებიის სახლში მივიდა, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობს, მერე გოგონას მესიჯები მისწერა და გვიან ღამით შეხვედრა მოსთხოვა.

  • ამ დანაშაულზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

ოთარ ცინდელიანის მამა, თემურ ცინდელიანი, ირწმუნება, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: "ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ არის ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. ერთხელ ბარსელონაშიც მკურნალობდა. ამის გამო ფსიქიკურად უჭირდა, თორემ მაგის გამკეთებელი იყო? ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი სახლში და უკან წამოვიდა".

ოთარ ცინდელიანს რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამის არ სჯერათ მოკლული გოგონას ახლობლებს. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ...

ქეთი ჯავახიშვილის ოჯახში 5 ბავშვი - 3 გოგონა და ორი ბიჭი გაზარდეს. ქეთი უფროსი შვილი იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ჯავახიშვილების ოჯახი ესპანეთში იყო საცხოვრებლად წასული და ერთი წელია, რაც დაბრუნდნენ. ესპანეთში იყო ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. მისი დედა წლებია ემიგრაციაშია. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ. ცინდელიანის მშობლები დიდი ხანია გაშორებული არიან, ბრალდებულს ბებია ზრდიდა. ქეთი ჯავახიშვილი და ოთარ ცინდელიანი მარტყოფის საჯარო სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონიათ. მეზობლების ვარაუდით, ბიჭს ქეთი შეუყვარდა, მაგრამ ეტყობა ნათელმირონობის გამო გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

"ქეთი ძალიან ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული გოგონა იყო. თუ რამე პრობლემა გქონდა, ეცდებოდა ხასიათის გამოკეთებას, შენს დახმარებას. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. არ არსებობს ადამიანი, ვინც ქეთიზე რაიმე ცუდს იტყვის. ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წაართვეს. ცინდელიანი ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა. ბიჭს უყვარდაო, როგორ უნდა შეჰყვარებოდა, როცა ნათელმირონობაა ამ ოჯახებს შორის. ალბათ, ემუქრებოდა ქეთის. იმანაც იფიქრა, დაველაპარაკები და თავს დამანებებსო და, ალბათ, ამიტომ შეხვდა. შესაძლებელია ქეთის ესპანეთშიც ავიწროებდა და იფიქრა საქართველოში უსაფრთხოდ ვიქნებიო, მაგრამ ცინდელიანმა აქაც მოაგნო. ნეტავ ეთქვა ვინმესთვის, რომ ავიწროებდა და დაეხმარებოდნენ", - გვითხრა ქეთი ჯავახიშვილის ახლობელმა. წაიკითხეთ სრულად