ავტორი:

"კვარა" განსაკუთრებულია, მე მას ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და კალცონას შეფასება: ქართველი "ბარსელონასთან" მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება

"კვარა" განსაკუთრებულია, მე მას ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და კალცონას შეფასება: ქართველი "ბარსელონასთან" მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება

სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩი 1:1 დასრულდა. მეტოქის კარში ერთი გოლი ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, სტუმრებმა კი პრესინგს მიმართეს. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პარტნიორებმა მეურვეებს ვერ დაასწრეს. შემდეგ პოლიტანომ ხვიჩა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მილინკოვიჩ-სავიჩმა ფეხით მოიგერია.

მეორე ტაიმი ნეაპოლურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. თუმცა, ქართველმა მესამე ცდიდან დალაშქრა ტურინელთა კარი. მან ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, რაც ნეაპოლურ კარიერაში მეორედ მოახერხა. სამწუხაროდ, სანაბრიამ ლამაზი მაკრატელათი მალევე გაათანაბრა ანგარიში.

"ნაპოლი" 44 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "ბარსელონასთან" ჩაატარებს.

რა შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა?

მათი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - კვარაცხელია: whoscored 8.0, sofascore 8.0, flashscore 8.0. ასეთივე მაღალი შეფასებები მხოლოდ "ტორინოს" მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მიიღო.

"ტორინოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გუნდით კმაყოფილი ვარ, დომინირებდა და ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და "ბარსელონასთან" შესახვედრად ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავემგზავროთ.

"კვარა"? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა. მარიო რუიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში ფაქტიურად, 24 წუთი იყო".

წყარო: sportall.ge